www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: ტერმინალ ვესტ თრეიდინგი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 2 მაისი

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ის ტერიტორიაზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში IT სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** ტერიტორიულად განაწილებული ობიექტების ტექნიკური მხარდაჭერა;
** კონსულტაცია ტელეფონის საშუალებით და დისტანციური წვდომის პროგრამების მეშვეობით;
** აუცილებლობის შემთხვევაში ობიექტებზე გასვლა;
** Service desk სისტემაში მუშაობა (შემომავალი განცხადებების მიღება და დამუშავება).
** ოპერაციული სისტემის და საოფისე პროგრამების ინსტალაცია, კონფიგურაცია, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა.
** დაზიანებული კომპიუტერების დიაგნოსტიკა, დაშლა, ნაწილების გამოცვლა, აწყობა.
** შიდა ქსელის ტექნიკურად გამართვა.
** ოფისის ტექნიკის (პრინტერი, სკანერი, PC), გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
** სავაჭრო მოწყობილობების (პოს ტერმინალი, თერმული პრინტერი, შტრიხკოდის სკანერი და ა.შ) გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
** IP ტელეფონების კონფიგურაცია.
** Active Directory-ში მომხმარებლის დამატება, შესაბამის ჯგუფში გაწევრიანება, პაროლის შეცვლა.
** 1C პროგრამაში შექმნილ პრობლემებზე დახმარების აღმოჩენა მომხმარებლისთვის.
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არა ნაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** შემდეგი სახის დანადგარების ცოდნა: PC, ნოუთბუქი, პრინტერები, ქსელური მოწყობილობები;
** Windows 8.1/10 პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა advanced user დონეზე;
** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** Active Directory-სთან მუშაობის გამოცდილება.
** რუსულის ენის ცოდნა სავალდებულოა;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა;
** პატიოსნება და კეთილსინდისიერება;
** გაწეული სამუშაოს ხარისხსა და დეტალებზე ორიენტირება;
** სამუშაო დროის ეფექტური განაწილება და დაგეგმვა;

გრაფიკი/პირობები:

** გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა (3 დღე მუშაობა, 3 დღე დასვენება); 09:00-22:00
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე vacancy@domino.com.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 2 მაისი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |