www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული განვადების ოფიცერი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 2 მაისი

სს "კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული განვადების ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: წნორი, ლაგოდეხი;
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00, შაბათი 10:00-12:30);

"კრედო ბანკი" 20 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს 11 რეგიონში, 75 ფილიალით არის წარმოდგენილი.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციურ, სასიამოვნო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს ციფრული განვადების ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა:

** ონლაინ განვადების გაკეთება ადგილზე ფილიალში;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა კრედოს ინტერნეტ ბანკინგთან დაკავშირებით;
** ონლაინ პროდუქციის შეძენის შეთავაზება განვადებით - "კალოზე" ან "ელიტ ელექტონიქსში";
** მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა მონიტორზე პროდუქციის შერჩევაში;
** "კრედო ბანკი"-ს ონლაინ საგანვადებო პროდუქტების ეფექტური გაყიდვა და რეკლამირება;
** განცხადების რეგისტრირება კრედო ბანკის საგანვადებო პორტალზე;
** მომხმარებლის "მაიკრედოზე" დარეგისტრირება;
** პროცედურით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოება.

რა ცოდნა და უნარები გვჭირდება შენგან:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე პროგრამებში საბაზისო დონეზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობისა გრძნობა;
** გუნდურობა.

თუ დაინტერესდით, გამოგზავნეთ CV მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |