www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში
მომწოდებელი: საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 2 მაისი

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ჰოლდინგია საქართველოში. მისი ბიზნეს პორტფელი მოიცავს ელექტროენერგიის გამომუშავებას (ჰიდრო და ბუნებრივ აირზე მომუშავე სადგურები), ბუნებრივი აირით ვაჭრობასა და უძრავი ქონების მართვას. 2006 წელს, ქართულ ბაზარზე 25 წლიანი ბიზნეს საქმიანობის გამოცდილების მქონე კომპანიამ ჰოლდინგის სახე მიიღო. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ კომპანიის საიტს: www.gig.ge

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" აცხადებს სტაჟირებას ფინანსურ დეპარტამენტში, დასაქმების პერსპექტივით.

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების დამუშავება: ზედნადებების, ანგარიშფაქტურების და ა.შ. გატარება ბუღალტრულ პროგრამაში;
** სხვადასხვა სამეურნეო ოპერაციის გატარება ბუღალტრულ პროგრამაში;
** პარტნიორ კომპანიებთან შედარების აქტების მომზადება;
** საჭიროებისამებრ, რეპორტების მომზადება და გაგზავნა პასუხისმგებელ პირებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

სტაჟირების ბენეფიტები:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** დასაქმების პერსპექტივა;
** გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე.
სტაჟირების ადგილი: ქ. თბილისი.

მიიღებიან დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებიც.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |