www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 29 აპრილი

"ბეთლაივი" არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

პოზიცია: მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტი

შესასრულებელი ამოცანები:

** კომპანიაში შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა;
** ვებ-გვერდზე, ელ-ფოსტასა და სოციალურ ქსელებში მომხმარებლების დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა;
** მომხმარებლისთვის სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება მის მიერ დასმულ საკითხებთან დაკავშირებით;
** მომხმარებლის მიერ დასმული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება/გაანალიზება და მათი გადაჭრის მიზნით შესაბამისი სფეროს სპეციალისტებთან გადამისამართება;
** უშუალო ხელმძღვანელისათვის ყოველდღიური ანგარიშის მიწოდება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
** გამართული ზეპირი მეტყველება;
** ინგლისური და რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა;
** Microsoft program-ის ცოდნა;
** აზარტული თამაშების საბაზისო დონეზე ცოდნა;

სასურველია:

** გამოცდილება და ცოდნა სატელეფონო მომსახურების სფეროში;
** ახალ გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** არასტანდარტული სამუშაო განრიგი.
** ადგილმდებარეობა - თბილისი.

კომპანიაში გთავაზობთ:

** ბონუსს
** კორპორატიული დაზღვევას
** უფასო კვებას
** უფასო პარკინგს
** პროფესიულ ზრდა/განვითარებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტი".

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |