შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ის ტერიტორიაზე.
ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში IT დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** ტერიტორიულად განაწილებული ობიექტების ტექნიკური მხარდაჭერა;
** კონსულტაცია ტელეფონის საშუალებით და დისტანციური წვდომის პროგრამების მეშვეობით;
** აუცილებლობის შემთხვევაში ობიექტებზე გასვლა;
** საოფისე ტექნიკის მომსახურება (პერსონალური კომპიუტერი, ნოუთბუქი, პრინტერი...);
** კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა;
** Service desk სისტემაში მუშაობა (შემომავალი განცხადებების მიღება და დამუშავება);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება;
** შემდეგი სახის დანადგარების ცოდნა: PC, ნოუთბუქი, პრინტერები, ქსელური მოწყობილობები;
** Windows 8.1/10 პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა advanced user დონეზე;
** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული ენი ცოდნა სავალდებულოა;
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობა;
** პატიოსნება და კეთილსინდისიერება;
** გაწეული სამუშაოს ხარისხსა და დეტალებზე ორიენტირება;
** სამუშაო დროის ეფექტური განაწილებისა და დაგეგმვის ცოდნა.
გრაფიკი/პირობები:
** 2 დღიანი ცვლა 09:00 - 22:00 საათი; (2 დღე სამუშაო, ორი დღე დასვენება);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@domino.com.ge
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.
განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 2 მაისი.
გისურვებთ წარმატებებს!