www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: CBA Capital
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 29 აპრილი

კომპანია "CBA Capital" -ი აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 11:00-დან 18:00 საათამდე;
შაბათს 11:00-დან 15:00 საათამდე

პოზიციის მიზანია გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.

მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სულ მცირე 1 წელი (პრიორიტეტი მიენიჭება უძრავი ქონების მიმართულებით გამოცდილებას)
** ენების ცოდნა: ქართული - სრულყოფილად, რუსული, ინგლისური - სასურველია სასაუბრო დონეზე;
** უპირატესობა მიენიჭებათ საკუთარი ავტომობილის მქონე თანამშრომლებს.

ფუნქციები:

** კლიენტებთან სატელეფონო და წერილობითი სახით კომუნიკაცია - პროდუქტის შეთავაზება.
** კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოება.
** გასაყიდი ქონების საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა
** მომხმარებელთა საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა.
** დაინტერესებული მომხმარებლისთვის გასაყიდი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ჩვენება.

აუცილებელი უნარები:

** ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა)
** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** გაყიდვების უნარი (დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაცია)
** გამართულად მეტყველების და წერის უნარი
** დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
** გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
** ორგანიზებულობა, პრეზენტაბელობა, პუნქტუალურობა.
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:

1. CV-ის განხილვა
2. ონლაინ გასაუბრება.
3. სტაჟირების პერიოდი: 2 კვირა

ანაზღაურება განისაზღვრება მხოლოდ საპროცენტო განაკვეთით - გაყიდული ქონებიდან კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლის 50%-ით. ჩვენი ყველა თანამშრომელი უზრუნველყოფილია კორპორატიული ნომრითა და საწვავით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@cbacapital.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |