ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი მოლარის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილმდებარეობა: რუსთავი
"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 345 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორტფელს, დასაქმებული ყავს 1, 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100, 000-ზე მეტ მომხმარებელს.
"კრისტალი" გთავაზობთ:
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** საუკეთესო სამუშაო პირობებს
ძირითადი მოვალეობები:
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კონტროლი და მართვა;
** პოტენციური მომხმარებლების მოზიდვაზე ზრუნვა;
** ნაღდი ფულისა და ფასეულობების დათვლა, შემოწმება და შენახვა;
** ინკასაციის ოპერაციების წარმოება;
** კლიენტთა მომსახურება სასესხო, გზავნილების და კონვერტაციის ოპერაციების განხორციელებისას;
** სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
** ძვირფასი ლითონების შეფასება.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** ძვირფასი ლითონების შეფასების ცოდნა და გამოცდილება (სავალდებულოა);
** კლიენტთა მომსახურების სათანადო უნარ-ჩვევები;
** პუნქტუალობა, აკურატულობა, მოწესრიგებულობა;
** კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა
დაინტერესებულ პირებს 2021 წლის 10 აპრილის შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.