www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დასაკუთრეული აქტივების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას დასაკუთრეული აქტივების მართვის მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC5597
ადგილმდებარეობა: მიკრო და უზრუნველყოფილი საცალო პრობლემური აქტივების მართვის განყოფილება, სათაო
მოქმედების ვადა: 15.04.2021
კატეგორია: სხვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

უნარები:

** მოლაპარაკების უნარი
** აზრის წერილობითი და ვერბალურად გადმოცემის უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

** პრობლემური სესხების ან დასაკუთრებული აქტივების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კლიენტთან მოლაპარაკების უნარი;
** Excel-ის და Word-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი.

სამუშაოს აღწერა:

** ბანკის სახელზე არსებული დასაკუთრებული აქტივების ყოფილ მფლობელებთან მოლაპარაკების გამართვა და უკან მიყიდვის კონტრაქტის გაფორმება;
** გაფორმებული კონტრაქტის გადახდების მონიტორინგი;
** შესრულებული კონტრაქტების უკან მიყიდვის მონიტორინგი.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი
განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/5597



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |