www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბეტონპროდუქციის ლაბორანტ-ტექნიკოსი
მომწოდებელი: MC Bauchemie
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 1 მაისი

"MC Bauchemie" დაფუძნდა 50 წლის წინ გერმანიაში, ქალაქ ბოტროფში. დღეს იგი წარმოადგენს ლიდერ კომპანიას სამშენებლო ქიმიის წარმოების მიმართულებით და ოპერირებს 40_ზე მეტ ქვეყანაში, დასაქმებულია 2500 თანამშრომელზე მეტი და დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით.

"MC Bauchemie" წარმომადგენლობა საქართველოში დაფუძნდა 2014 წელს და წარმოადგენს ეტაპობრივად მზარდ კომპანიას. "ემ ცე ბაუქიმია" აცხადებს ვაკანსიას ბეტონპროდუქციის ლაბორანტ-ტექნიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის ლაბორატორიული კონტროლი
** ბეტონის რეცეპტებზე ლაბორატორიული მუშაობა
** გაყიდვების მენეჯერების ტექნიკური მხარდაჭერა
** ბეტონპროდუქციის მწარმოებლებთან ადგილზე ვიზიტების განხორციელება
** სხვადასხვა ქვეყნების კოლეგებთან, მჭიდრო კავშირი ლაბორატორიულ-ტექნიკურ საკითხებზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება ბეტონთან ლაბორატორიული მუშაობის
** უმაღლესი განათლება მშენებლობის მიმართულებით

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: lasha.kalandarishvili@mc-bauchemie.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

ტელ.: +995 514 000 543



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |