www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუციის ოპერატორი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

თეგეტა მოტორსი აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის ოპერატორის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000996
ადგილმდებარეობა: თბილისი. სათავო ოფისი
მოქმედების ვადა: 15.04.2021
კატეგორია: დისტრიბუცია
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - საშუალო
** ინგლისური - საშუალო

უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა

დამატებითი მოთხოვნები:

** MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
** ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** სალაროს მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

სამუშაოს აღწერა:

** ახალი მებითუმე კლიენტის პროგრამული დარეგისტრირება და საბითუმო ფასის მინიჭება;
** მებითუმე კლიენტებთან წინასწარ განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით ხელშეკრულებების გაფორმება;
** მებითუმე კლიენტების შესახებ ინფორმაციის და ხელშეკრულების პირობების პროგრამულად ასახვა SAP ERP - ში;
** დისტრიბუციის სალაროების კონტროლი;
** მებითუმე კლიენტის კონსიგნაციების და ლიმიტების კონტროლი;
** SAP ERP - ში დებიტორული დავალიანებების კონტროლი, დებიტორებთან კომუნიკაცია და დავალიანების გადახდის ვადების შეტყობინება და მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება;
** საჭიროების შემთხვევაში ფასების ჩასწორება, პროდუქციის ჩამოწერა, ანგარიშფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების გამოწერა და მიწოდების აგენტისთვის გადაცემა;
** კლიენტისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეკვეთის ფორმირება - საწყობში პროდუქციის რეზერვაცია, ინვოისის გამოწერა, შეკვეთის ფურცლის მიწოდების აგენტისთვის გადაცემა და პროდუქციის ჩამოწერა პროგრამა SAP ERP - ში;
** საჭიროების შემთხვევაში მებითუმე კლიენტისთვის განაცხადის შექმნა პროგრამაში;
** წუნდებული პროდუქციის დაბრუნების პროცესის ადმინისტრირება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/996



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |