www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოწვევა საერთო საცხოვრებლის ავეჯით მოწყობაზე
მომწოდებელი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
თანდართული ფაილი: 96897_dormitory_5789072.zip
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 21 აპრილი

მოწვევა საერთო საცხოვრებლის ავეჯით მოწყობაზე

შპს "სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი" აცხადებს მოწვევას ინტერესის გამოხატვაზე საერთო საცხოვრებლის ავეჯით მოწყობის მიზნით. წარმოდგენილი პროექტების განხილვის შემდგომ შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების მქონე, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.

საერთო საცხოვრებელი მოიცავს ერთ და ორ ადგილიან ოთახებს, ასევე სამზარეულოებს. თითოეულ ოთახში უნდა განთავსდეს შემდეგი ავეჯი: საწოლი, კარადა, საწერი მაგიდა წიგნის თაროებით, ტუმბო, ხოლო სამზარეულო უნდა აღიჭურვოს სამზარეულოს ავეჯით და მაგიდებით. თანდართული ფორმით წარმოდგენილია ავეჯის ჩამონათვალი, პირობითი სურათებით და მახასიათებლებით, რომელიც შესაძლოა დაზუსტდეს კომპანიის მიერ წარმოდგენილი დიზაინის შესაბამისად. დამზადებული ავეჯი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ნამუშევარი, ხოლო დიზაინი ოთახში არსებული სივრცის ერგონომიულად გამოყენებაზე დაფუძნებული.

უნივერსიტეტი მზად არის გამართოს განმარტებითი შეხვედრები დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლებთან და უზრუნველყოს საერთო საცხოვრებლის დათვალიერება. დამატებითი ინფორმაციისთვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე (+995 32) 2 42 22 42 / 599091516

ინტერესის გამოხატვის I ეტაპზე, კომპანიამ 2021 წლის 21 აპრილის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

** კომპანიის მიერ მინიმუმ ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი;
** დანართის შესაბამისად საერთო საცხოვრებლის ავეჯით მოწყობის პროექტი ფასის მითითებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით;

დოკუმენტების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, შემდეგ მეილზე info@sabauni.edu.ge

II ეტაპზე 2021 წლის 28 აპრილის ჩათვლით, უნივერსიტეტის სპეციალური კომისიის მიერ მოხდება კომპანიების შერჩევა საერთო საცხოვრებლის მოწყობის საუკეთესო დიზაინის, სივრცის ერგონომიული იდეის და ამ დრომდე გახორციელებული პროექტების ადგილზე დათვალიერების საფუძველზე.

III ეტაპზე 2021 წლის 12 მაისის ჩათვლით შერჩეულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ოთახის ადგილზე მოწყობის, მათ მიერ წარმოდგენილი დიზაინის შესაბამისად. შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება კომპანიის მიერ მითითებული ღირებულების შესაბამისად.

ადგილზე განხორციელებული პროექტიდან მოხდება საუკეთესო ხარისხის მქონე ნამუშევრის შერჩევა 2021 წლის 19 მაისის ჩათვლით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |