www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: My.ge
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 1 მაისი

კომპანია MY.ge ქართულ ინტერნეტ ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ქვებრენდებით: myauto.ge, mymarket.ge, myhome.ge, myparts.ge, myjobs.ge, myshop.ge, myads.ge, mysports.ge.

Myparts-ის გუნდი გეძებს შენ: პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობის მენეჯერს.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
სამუშაო დრო: 10:00 საათიდან 19:00 საათამდე;
სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 8 საათი + 1 საათი დასვენება;
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე) + 6 უქმე დღე წელიწადში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება, მოთხოვნების შესწავლა, ხელშეკრულების გაფორმება, დარეგისტრირება, კონტენტის გამზადება და სხვა დამატებით პროცესების მართვა;
** თვის ჭრილში პარტნიორ კომპანიებთან მოლაპარაკება; აქციებისა და სიახლეების დაგეგმვა;
** კომპანიასა და მომხმარებელს შორის შუამავლობა, პრობლემური ქეისების /მარაგის გადამოწმების / წუნის შემთხვევაში ან სხვა ნებისმიერ საკითხზე;
** პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობის მენეჯერის მუდმივი კომუნიკაცია კონტენ მენეჯერებთან, მაიფართის გუნდთან;
** პარტნიორი კომპანიებისათვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის განახლება;
** ბაზრის პერიოდული კვლევა, ანალიზი და მარაგების კონტროლი;
** ყოველკვირეული რეპორტის წარმოება ხელმძღვანელისთვის;
** საიტის განახლებაში მონაწილეობა პროექტების მენეჯერთან ერთად;
** შეკვეთის დროულად მიწოდების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, კომუნიკაცია შესაბამის დეპარტამენტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ავტო ინდუსტრიის ცოდნა;
** სასურველია კანდიდატი ერკვეოდეს ავტონაწილებში;
** სასურველია ავტო ინდუსტრიაში მსგავს პოზიციაზე ან გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** მონაცემთა დამუშავება და შეყვანის უნარი;
** შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** უკუკავშირისადმი ღიაობა;
** პრობლემებზე სწრაფად რეაგირების და მათი გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
** ინფორმაციის მოძიების უნარი.

ბენეფიტები, რომლებსაც კომპანია სთავაზობს:

** დაგროვებითი პენსიის 4% იფარება კომპანიის მხრიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფიტნეს აბონემენტი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: hr@my.ge და გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |