www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვეტერინარი, ვეტერინარ-ასისტენტ კონსულტანტი
მომწოდებელი: საბუდარა
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 2 მაისი

მეფრინველეობის სანაშენე-საჯიშე რეპროდუქტორი შპს "საბუდარა/ქართული ფრინველი" 2006 წლიდან არის დარგის ლიდერი მეფრინველეობაში, ამიერკავკასიის მასშტაბით ახდენს Aviagen, Babolna Tetra, Lohmann tierzucht-ის ჯიშის ერთდღიანი სანაშენე წიწილის რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს უზრუნველყოფს წიწილის გამოსაზრდელად აუცილებელი მედიკამენტებით მზა საკვებითა და საკვები კონცენტრატებით.

თუ ხარ მოტივირებული და მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი - გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ფა გახდი ჩვენი გუნდის წევრი ვეტერინარის ან ვეტერინარ-ასისტენტ კონსულტანტის პოზიციაზე!

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მე-4 მაცივრების ტერიტორია, ყოფილი ზოოვეტ ინსტიტუტის მოპირდაპირე მხარეს

ძირითადი მოვალეობები:

** ზედამხედველის დავალებით მეფრინველეობის სანაშენე მეურნეობაში არსებული სადედე და კომერციული გუნდების გამოზრდაზე კონტროლი.
** ვაქცინაციისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების სქემის შედგენა და განრიგის დაცვაზე კონტროლი
** მეურნეობაში არსებული გუნდების პროდუქტიულობის, ერთგვაროვნების (CV), ზრდა-განვითარების მუდმივი კონტროლი.
** საფრინველეში მიმდინარე სამეურნეო პროცესების: საკვების მოხმარება, წონამატი, კვერცხდება კონტროლი და სათანადო ფორმებში ასახვა.
** წარმოების პროცესში გამოყენებული ვაქცინების, მედიკამენტების, ანტიბიოტიკების გახარჯვის კონტროლი.
** აფთიაქში, მეურნეობაში არსებულ ობიექტებზე სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა და პერიოდული ინვენტარიზაცია
** სანაშენე ფრინველის და ერთდღიანი წიწილის სრულფასოვანი ვაქცინაცია დამოუკიდებლად ან გუნდთან ერთად.
** ფერმერებისთვის კონსულტაციის გაწევა, მათ შორის დისტანციურად, წიწილის სრულფასოვან გამოზრდასთან დაკავშირებით.
** კვირაში არაუმცირეს ორჯერ ფერმერებთან გასვლითი საკონტროლო-საკონსულტაციო ვიზიტი
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მათთვის სათანადო პროდუქციის შეთავაზება.
** საჭიროების შემთხვევაში განცხადებების განთავსება ვებ გვერდზე
** სამსახურის მიერ საანგარიშო თვის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის შესახებ რეპორტის წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ვეტერინარული განათლება;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ფლობა;
** მართვის მოწმობა- B კატეგორია.
** უცხო ენა: ინგლისური ან რუსული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე gepskartuliprinveli2017@gmail.com და გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |