www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვის პუნქტის ტექნიკოსი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას სერვის პუნქტის ტექნიკოსის ვაკანტურ თანამდებობაზე თბილისში.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში: 



** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;

** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;

** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტების ცოდნა და პირველადი კვალიფიციური შეფასების კომპეტენციის დაგროვება
** ყველაზე ხშირად არსებული ქეისების და მათი პრობლემების გამომწვევი სტანდარტული ტექნიკური მიზეზების ცოდნა და სწრაფი დიაგნოსტირება
** 5 დღიან საგარანტიო შემთხვევებზე სერვის ცენტრში შემოსული ნივთების სწრაფი, ხარისხიანი და კვალიფიციური დიაგნოსტირება ბრენდების გაიდლაინების მიხედვით
** დიაგნოსტირების შემდეგ ინფორმაციის დროული გადაცემა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან
** საჭიროების შემთხვევაში, შესაკეთებელი ნივთების სწრაფი და ხარისხიანი შეკეთება მომხმარებლის თანდასწრებით, ბრენდების გაიდლაინების მიხედვით.
** მომხმარებელთან ურთიერთობის სტანდარტებისა და გაიდლაინების დაცვა და პრაქტიკაში დანერგვა
** მომხმარებლების დროული და სწორი პირველადი ტექნიკური შემოწმებით უზრუნველყოფა
** კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებლის დახმარება ტექნიკური პრობლემის დროული და ეფექტური გადაჭრით
** პრობლემურ ნივთზე საჭირო დეტალური ინფორმაციის გამოთხოვა მომხმარებლისგან
** ნივთის სერვის ცენტრებში გასაგზავნად საჭირო ინფორმაციის და პირველადი დიაგნოსტიკის შედეგების დროული ასახვა შესაბამისი ფორმით
** შეკეთებული ნივთის გადამოწმება მომხმარებლის თანდასწრებით გატანის წინ.
** არსებულ პროდუქტებში ტექნიკური ცოდნის და კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება
** სხვა ფუნქციები, რომლის შესრულებაც აუცილებელია სტრუქტურული ერთეულისთვის დასახული მიზნისა და ამოცანების მისაღწევად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

საქმიანი თვისებები:

** გამართული და სასიამოვნო საუბრის მანერა;
** პრობლემურ მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი;
** ინფორმაციის საინტერესოდ და სრულად წარდგენის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დისციპლინა და დაძაბულ რეჟიმში პროდუქტიული მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2021 წლის 25 აპრილამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** IQ ტესტირება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |