www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 1 მაისი

სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა ელექტრონული საფულე www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სენაკი

პოზიციის მიზანია:

** ოფისის სრულყოფილად მართვა;
** უზრუნველყოს ოფისის ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება.

პასუხისმგებლობა და ფუნქცია-მოვალეობები:

** ნებისმიერი საოფისე დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** საწყობის აღრიცხვა;
** ყოველთვიური სალაროს მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში შემოსავალ/გასავლის ორდერების მომზადება;
** გაინკასირებული თანხების დალაგება და ბანკში შეტანა;
** ქსელში განთავსებული ტერმინალების ხარვეზების გარეშე მუშაობის გაკონტროლება;
** ტერმინალების გამართულ და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება.

ცოდნა და უნარები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილის ქონა;
** უძრავი ქონების უზრუნველყოფა.

დამატებითი მოთხოვნები: საჭიროების შემთხვევაში ინკასაციის შესრულება.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტის დასახვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |