www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: აი სი არ თრეიდი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

შპს "აი სი არ ტრეიდი" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური კომპანიაა საცალო ბიზნესის სფეროში. იგი წარმოადგენს საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებს, როგორიცაა ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, ოკაიდი და ჟაკადი. დღეისათვის კომპანიაში 700-მდე თანამშრომელია და მართავს ბრენდების 80-მდე ფილიალს, რომლებიც წარმოდგენილია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში.

შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ-მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდის გაყიდვების ბიუჯეტირება;
** ბრენდის გაყიდვების ანალიზის საფუძველზე მარკეტინგული გეგმის შემუშავება და განხორციელება;
** გაყიდვების ანალიზის საფუძველზე აქციების დაგეგმვა და კოორდინირება, პროცესის მარკეტინგული მხარდაჭერა;
** მომხმარებლისა და კონკურენტების კვლევის დაგეგმვა და განხორცილება;
** პროდუქტის ფასწარმოქმნის პროცესში მონაწილეობა;
** სავაჭრო ობიექტებისთვის ოპტიმალური მარაგების განსაზღვრაში მონაწილეობა;
** კოლექციის შესყიდვების შესახებ უკუკავშირის მომზადება შესყიდვების მენეჯერესთვის;
** სავაჭრო ობიექტების ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, მარკეტინგის ან შესაბამისი სფეროს მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

კომპეტენციები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტურად კომუნიკაციის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შესაბამისმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნოთ 15 აპრილის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@icr.ge. ელექტრონული წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ აღნიშნული პოზიციის დასახელება- "ბრენდ-მენეჯერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენ მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები"აი სი არ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება სამი წლის ვადით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |