www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეპორტინგის და ანალიტიკის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 2 მაისი

შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის და ანალიტიკის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Heidi, Elpozo და სხვა. კომპანიამ 2014 წლიდან დაიწყო ბრენდული მარკეტების ქსელის "ევროპროდუქტის" გახსნა. კომპანიის მიზანია, არამარტო შესთავაზოს მომხმარებელს ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტი, არამედ პროდუქტის ყიდვის პროცესი სასიამოვნო გამოცდილებად აქციოს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

სამუშაო ადგილი:  ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** მონაცემთა ანალიზი და დამუშავება/ვიზუალიზაცია ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად;
** ბრენდების გაყიდვების და ამ ბრენდებით სავაჭრო ობიექტების დაფარვის დეტალური ანალიზი და რეპორტინგი შესაბამის დეპარტამენტთან;
** მარკეტინგის და გაყიდვების გუნდისთვის სხვადასხვა ბიზნეს რეპორტების მომზადება;
** აქციების/პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი, მათი შედეგების ანალიზი და რეპორტინგი შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგში.
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** Apex ან/და რომელიმე სხვა ERP პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური უნარ-ჩვევები
** განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურობა.

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@europroduct.ge

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |