www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინკუბატორის ოპერატორი
მომწოდებელი: საბუდარა
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 2 მაისი

მეფრინველეობის სანაშენე-საჯიშე რეპროდუქტორი შპს "საბუდარა/ქართული ფრინველი" 2006 წლიდან არის დარგის ლიდერი მეფრიველეობაში, ამიერკავკასიის მასშტაბით ახდენს Aviagen, Babolna Tetra, Lohmann tierzucht-ის ჯიშის ერთდღიანი სანაშენე წიწილის რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს უზრუნველყოფს წიწილის გამოსაზრდელად აუცილებელი მედიკამენტებით მზა საკვებითა და საკვები კონცენტრატებით.

თუ ხარ მოტივირებული, კრეატიული და მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი - გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და გახდი ჩვენი გუნდის წევრი ინკუბატორის ოპერატორის პოზიციაზე!

ძირითადი მოვალეობები:

** საინკუბაციიო კვერცხის მიღების, დახარისხების, შენახვის კონტროლი;
** საინკუბაციო კვერცხის ნაშთების კონტროლი;
** საინკუბაციო რეჟიმების, ჟურნალების, განგაშის სინალების, საინკუბაციო კარადებში არსებული კვერცხის ტემპერატურის, ყოველდღიური კონტროლი და ანალიზი;
** საინკუბაციო კარადებიდან საჩეკ კარადებში კვერცხის დროული გადატანის კონტროლი.
** ინკუბატორში არსებულ ინვენტარის, ტარამასალების აღრიცხვა და მატერიალურად პასუხისმგებლობა.
** ინკუბატორში სანიტარული და ბიოუსაფრთხოების ნორმების მკაცრი კონტროლი
** ელექტრო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება
** ინკუბატორში საანგარიშო თვის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის შესახებ რეპორტის წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;
** აუცილებლობის შემთხვევაში საინკუბაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ხელმძღვანელობის დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ელექტრო-ტექნიკოსის ან ვეტერინარული მიმართულებით;
** სასურველია ელექტრიკოსის სპეციალობის ფლობა;
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების, Ms Excel, Ms Word ფლობა,
** 24-საათიან ცვლაში მუშაობის უნარი
** დაინტერესებულ პირებს, რომელთაც არ აქვს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, საწყის ეტაპზე ორგანიზაცია მისცემს შესაძლებლობას შეიძინონ შესაბამისი გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე gepskartuliprinveli2017@gmail.com და გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |