www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი - გლდანი
მომწოდებელი: ბაბუს პური
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

კომპანია "ბაბუს პური" ქართული ბრენდია პურ-ფუნთუშეულის წარმოებასა და რეალიზაციაში. მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდების 2 ძირითადი მიმართულება გვაქვს: ჩვენი ბრენდული მაღაზიები და ქსელური დისტრიბუცია.

დამოუკიდებელი ლაბორატორიული კვლევებიც ადასტურებენ, რომ ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტები ჯანსაღია, არ შეიცავს კონსერვანტებს, საღებავებსა და ანტიოქსიგენებს. კომპანია ზრდასთან ერთად, ეძებს ახალ, მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს, რომლებიც შემოუერთდება ჩვენს მეგობრულ, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

"ბაბუს პური" - ვაცხობთ 1975 წლიდან. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენთან ერთად!

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკს, ცვლებში: 2 დღე 8 საათიანი გრაფიკი, მე-3 დღეს დასვენება (ცვლები: 08:00 საათიდან 16:00 საათამდე ან 16:00 საათიდან 23:00 საათამდე);
** გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე, სამუშაო დღე სრულდება 20:00 საათზე;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** საწყისი ანაზღაურება 400 ლარი;
** 24 დღე შვებულება;
** სხვადასხვა ბენეფიტს;

იმისთვის, რომ დასაქმდე ჩენთან:

** აუცილებელია იყო ორგანიზებული და დისციპლინური;
** იყო კომუნიკაბელური, მომხმარებლებზე, გაყიდვებზე ორიენტირებული;
** გქონდეს მოტივაცია ისწავლო მეტი და განვითარდე;
** შეგეძლოს ცვლილებებთან სწრაფად ადაპტაცია;

თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები:

** თაროებისა და დახლების მუდმივად სუფთა და შევსებულ მდგომარეობაში ქონა;
** სამუშაო პროცესში შემცირებული პროდუქციის შევსება;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, შეთავაზება, გაყიდვა და კომპანიის მომხმარებლებთან ურთიერთობის სტანდარტის დაცვა;
** პროდუქციის ზედმიწევნით კარგად ცოდნა (შემადგენლობა და ა.შ.)

პოზიცია ვაკანტურია: გლდანის მე-7 მკრ/რ-ნი (სავაჭრო ცენტრ "ფრესკოსთან" ახლოს);

თუ თვლით, რომ სამუშაოს არსებითი სპეციფიკა და შინაარსი შეესაბამება თქვენს მოტივაციას, გთხოვთ, გამოგვიგზვანოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: people@grandpasbread.com (სათაურის ველში ე.წ. subject title მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ან შეავსეთ ფორმა.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 30 აპრილი.

მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბაბუს პურის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 18 თვის ვადით.

"ბაბუს პური" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |