www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი/პრომოუტერი
მომწოდებელი: ფორვარდი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 1 მაისი

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია, შპს "ფორვარდი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერი/პრომოუტერის თანამდებობაზე თბილისში.

შპს "ფორვარდ" ბაზარზე წარმოდგენილია ბრენდებით - "Forward" და "Megusto".

რატომ "ფორვარდი"?

კომპანია მზარდი ტემპით ვითარდება ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ხარისხიანი, ევროპული სტანდარტებით დამზადებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტით ანებივრებს. ხოლო თანამშრომლებს მათზე მორგებულ, მეგობრულ, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს და განვითარების პერსპექტივებს სთავაზობს.

თანამდებობა: მერჩენდაიზერი/პრომოუტერი

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** პროდუქციის მერჩენდაიზინგი;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის მახასიათებლების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებელთან ლოიალური, კეთილგანწყობილი ურთიერთობა;
** ობიექტზე წარმოქმნილი პრობლემების დროული იდენტიფიცირება და სწორი გადაწყვეტილების მიღება;
** ობიექტზე არსებული მდგომარეობის ყოველკვირეული შეფასება და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელებთან.

აუცილებელი მოთხოვნა: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე;
** პოზიტიური;
** კომუნიკაბელური;
** ეფექტური პრეზენტაციის უარი;
** გამართული მეტყველება;
** მოსმენის კულტურა;
** სხარტი აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** შედეგზე ორიენტირებული.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე: hr@forward.com.ge
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მერჩენდაიზერი თბილისში", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, რომ შპს "ფორვარდი" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |