www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საამწყობოს თანამშრომელი
მომწოდებელი: კაია
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

"კაია" წარმოადგენს მრავალპროფილური ფურცლოვანი თუნუქის დამმუშავებელ საწარმოს, რომელიც თანამედროვე კომპიუტერული ციფრული მართვის (CNC) ტექნოლოგიებით აღჭურვილი მანქანა-დანადგარების გამოყენებით აწარმოებს სამშენებლო პროდუქციას. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: kaya.ge

პოზიციის დასახელება: საამწყობოს თანამშრომელი

მდებარეობა: თბილისი (აეროპორტის მიმდებარედ)
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო გრაფიკი ცვლების შესაბამისად
შვებულება და დასვენების დღეები საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.
ანაზღაურება (თვიური): 800 ლარიდან

სამუშაოს მოკლე აღწერა: საამწყობოს თანამშრომლის სამუშაოს წარმოადგენს ნახაზების შესაბამისად პროდუქციის აწყობა და სისრულეში მოყვანა.

ექვემდებარება: საწარმოს კოორდინატორს.

მოვალეობები:

** წარმოების პროცესში ჩართვა;
** ნახაზების შესაბამისად პროდუქციის აწყობა და დასაწყობება;
** მატერიალური ფასეულობების მოვლა-გაფრთხილება.
** საწარმოს კოორდინატორთან თანამშრომლობა და კოორდინაცია.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ცოდნა;
** MS Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა.

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებით;
** სასურველია წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (უცხოელ თანამშრომლებთან საკომუნიკაციოდ).

სხვა აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ნახაზების წაკითხვის უნარი;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სრული სურათის გაანალიზების და კომპანიის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების უნარი.

რას გთავაზობთ:

** ზრდადი კომპანია დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** კორპორატიული ავტომობილით ტრანსპორტირება ისნის მეტროდან საწარმომდე;
** სხვა წამახალისებელი ბენეფიტები სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა: 15 აპრილი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: HR@kaya.ge (სათაურის ველში აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება), ან შეავსოთ განაცხადი მოცემულ ბმულზე: https://cutt.ly/NxO8fJr

"კაია - KAYA" გარწმუნებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა იქნება დაცული "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

"კაია - KAYA" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის, მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |