www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: My.ge
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 1 მაისი

კომპანია My.ge ქართულ ინტერნეტ ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ქვებრენდებით: myauto.ge; mymarket.ge; myhome.ge; myparts.ge, myjobs.ge, myshop.ge; myads.ge; mysports.ge გეძებს შენ მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტს.

გიყვართ ხალხთან ურთიერთობა? თვლით, რომ ვერბალური კომუნიკაციის პროფესიონალი ხართ? ადვილად შეგიძლიათ დაეხმაროთ მომხარებელს პრობლემის გადაწყვეტაში? მაშინ მოდი MY.GE-ში და ერთად შევუქმნათ კომფორტული გარემო ჩვენს ერთგულ მომხმარებელს.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: განსაზღვრულია ცვლების მიხედვით;
სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 8 საათი + 1 საათი დასვენება;
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2 დღე) + 6 დასვენების დღე წელიწადში.

ფუნქციები და მოვალეობები:

** მომხმარებლის სატელეფონო ზარებზე პასუხი, მათთვის კონსულტაციის გაწევა და დახმარება;
** ელ.ფოსტასა და სხვა საკომუნიკაციო წყაროებიდან შემომავალ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება, პასუხი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ტექნიკური დახმარება/პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზის პოვნა;
** შემომავალი ინფორმაციის დადგენილი ფორმით სტრუქტურიზება და შესაბამის ბაზაში ასახვა;
** მომხმარებელისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა, მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის გუნდთან/პასუხისმგებელ პირთან გადამისამართება;
** ვებ-გვერდებზე განხორციელებული ცვლილებების, სიახლეებისა რეგულაციების თაობაზე მომხმარებლის ინფორმირება;
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარის განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე 6 თვიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია მომსახურების /გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** მონაცემთა დამუშავებისა და შეყვანის უნარი;
** წერითი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვა;
** პრობლემებზე სწრაფი რეაგირება და მათი გადაჭრის გზების დასახვის უნარი.

ბენეფიტები, რომელსაც კომპანია სთავაზობს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** საპენსიო დანაზოგის 4%;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: hr@my.ge და გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |