www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ-მშენებელი
მომწოდებელი: ჯორჯთაუნი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 1 მაისი

კომპანია "ჯორჯთაუნი" ეძებს ინჟინერ-მშენებელს.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოთხოვნები:

** ინჟინერ-მშენებლის უმაღლესი განათლება;
** ინჟინერ-მშენებლად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვა;
** სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის ცოდნა;
** პროგრამების ცოდნა (MS Office, ArchiCAD ან AutoCAD);
** სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც გამოცდილება აქვთ სენდვიჩ პანელებისა და ლითონის კონსტრუქციების მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტების შესაბამისად დამკვეთთან ურთიერთობების განვითარება, შესასრულებელ სამუშაოებზე ანგარიშების წარდგენა, დასრულებისას შესაბამისი დოკუმენტაციით მიღება-ჩაბარების უზრუნველყოფა;
** დაკვეთის მიღების შემდეგ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო პროცესების ორგანიზება;
** სამშენებლო ობიექტზე მის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის სამუშაოს ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
** სამშენებლო ობიექტის შესაბამისი სამშენებლო მასალით უზრუნველყოფის ორგანიზება და ზედამხედველობა;
** დავალებების მაღალხარისხიანი და დაგეგმილ ვადებში შესრულება, საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების უზრუნველყოფით და მის შესაბამისად;
** სამშენებლო ობიექტზე მომუშავე პერსონალის სამუშაოს აღრიცხვა და მათი ტაბელირება;
** შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა;
** სამუშაოების შესაბამისი დოკუმენტაციების წარმოების და წარდგენის უზრუნველყოფა;
** დამკვეთისთვის მიმდინარე პროცესებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: architecture@georgetown.ge და გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |