მეფრინველეობის სანაშენე-საჯიშე რეპროდუქტორი შპს "საბუდარა/ქართული ფრინველი" 2006 წლიდან არის დარგის ლიდერი მეფრინველეობაში, ამიერკავკასიის მასშტაბით ახდენს Aviagen, Babolna Tetra, Lohmann tierzucht-ის ჯიშის ერთდღიანი სანაშენე წიწილის რეალიზაციას, ასევე მომხმარებლებს უზრუნველყოფს წიწილის გამოსაზრდელად აუცილებელი მედიკამენტებით მზა საკვებითა და საკვები კონცენტრატებით.
თუ ხარ მოტივირებული და მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი - გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და გახდი ჩვენი გუნდის წევრი ელექტრიკოსის პოზიციაზე!
კომპანია სამსახურებრივი დავალებების შესრულების დროს უზრუნველყოფს ავტომობილით და საწვავით, გაწეული სამუშაოს მოცულობისა და ნაყოფიერების გათვალისწინებით მოქმედებს საბონუსე სისტემა.
მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მე-4 მაცივრების ტერიტორია, ყოფილი ზოოვეტ ინსტიტუტის მოპირდაპირე მხარეს
ძირითადი მოვალეობები:
** შრომისმოყვარეობა
** პუნქტუალურობა
** ელექტრო სქემების წაკითხვის უნარი;
** მანქანა დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა (შეკეთება, დარეგულირება, გადაწყობა, ზეთის შეცვლა და ა.შ.)
** კომპლექსში განთავსებული ელექტრო დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, კონტროლი-ინსპექტირება;
** მაღალი ძაბვის გენერატორების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ელექტრო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორის 3 ფაზიან სისტემებთან
** გამოვლენილი ტექნიკური პრობლემის ლიკვიდაცია;
** ელექტრო სისტემის, დენის წყაროების, გათბობა-გაგრილების სისტემების, მძიმე ტექნიკის, ელექტრო აღჭურვილობისა და ხელსაწყოების შეკეთება;
** ხელმძღვანელობისათვის დროული ინფორმაციის მიწოდება მოსალოდნელი ან/და არსებული პრობლემების შესახებ;
ძირითადი მოთხოვნები:
** სხვადასხვა დოკუმენტების წარმოება საჭიროებისამებრ
** უნდა ჰქონდეს შესაბამისი სერთიფიკატი, უპირატესობა მიენიჭებათ მე-4 თარნიგის მქონე სპეციალისტებს.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე gepskartuliprinveli2017@gmail.com და გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.