www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ასორტიმენტის ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 2 მაისი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას ასორტიმენტის ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის შოურუმების მოწესრიგება, პროდუქციის ტესტირება და ხარისხის მონიტორინგი
** შოურუმების შესაქმნელად საჭირო ნახაზების შექმნა
** საჭიროებისამებრ შესაბამისი მასალის მომზადებისას უშუალო ჩართულობა
** შოურუმების მოსაწყობად ტექნიკური სამუშაოების შესრულება
** საჭიროებისამებრ მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ დამატებითი ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება
** წუნდებული პროდუქციის შეფასება და ხარვეზის გამოსწორება
** არსებული ნომენკლატურების შედარება შოურუმში წარმოდგენილ პროდუქციასთან

განათლება/გამოცდილება

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება
** 1 წლიანი გამოცდილება რელევანტურ პოზიციაზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა

უნარები:

** დაგეგმვა და ორგანიზება
** პროდუქტიულობა
** მომხმარებელზე ორიენტირება
** ცვლილებების ინიცირება და განხორციელება

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში ("subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ასორტიმენტის ტექნიკური სპეციალისტი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |