საქართველოს კარიტასი აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე.
თანამდებობა: პროექტის კოორდინატორი
პროგრამა/პროექტი: სოციალური ზრუნვის პროგრამა / ხანდაზმულთა დღის ცენტრი "ჰარმონია"
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 30 საათი
ვაკანსია ღიაა: ბიზნესის ადმინისტრირებაში დიპლომის მქონე პირებისთვის
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, ოთხთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდუბე, თ.ერისთავის ქ.#2დ
პროექტის შინაარსი:
ხანდაზმულთა დღის ცენტრი "ჰარმონიის" მთავარი მიზანია ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მათი ძირითადი საჭიროების დაკმაყოფილება და სოციალური რეინტეგრაცია სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით.
თანამდებობრივი მოვალეობები/ფუნქციები:
** დაგეგმვა
** დახმარება გაუწიოს პროგრამის მენეჯერს პროექტის დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგში და შეფასებაში;
** უზრუნველყოს პროექტის განხორციელება საპროექტო წინადადებისა და პროექტის ფინანსური ბიუჯეტის მიხედვით;
** პროგრამის მენეჯერს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
** განახორციელოს პროექტისთვის საჭირო შესყიდვები და ყოველთვიურად მიაწოდოს მენეჯერს დახარჯული თანხის ფინანსური ანგარიში;
** პროგრამის მენეჯერთან და სხვა კოორდინატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ახალი პროექტების დაგეგმვა/შემუშავებაში;
** მოვალეა დაიცვას და მაქსიმალურად ეფექტურად წარმართოს პროექტის ფარგლებში პროგრამით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და საქმიანობა;
** პროგრამის სოციოლოგს ხელი შეუწყოს პროექტთან დაკავშირებული კვლევების ჩატარებაში;
** პასუხისმგებელია სათანადო ყურადღება მიაქციოს ბენეფიციარს, როგორც ცენტრის ტერიტორიაზე, ასევე მის გარეთ პროექტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების დროს (ექსკურსია, კინო/თეატრი და სხვა);
** მენეჯერს დახმარება გაუწიოს თხრობითი და ფინანსური ანგარიშების მომზადებაში;
** მოამზადოს და შესაბამის ორგანოებში წარადგინოს სახელმწიფო ვაუჩერული სისტემით დაფინანსებული ბენეფიციარების სიები და სხვა საჭირო საბუთები.
მენეჯმენტი/მართვა:
** მონაწილეობა მიიღოს პროგრამის თანამშრომელთა საერთო შეხვედრებში და იყოს პროგრამის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრი;
** მოვალეა იყოს პროგრამის მმართველი ჯგუფის აქტიური წევრი;
** მონაწილეობა მიიღოს პროგრამის მენეჯმენტის ჯგუფის საკოორდინაციო შეხვედრებში;
** ორგანიზებას უწევს პროექტის თანამშრომელთა (პრაქტიკანტთა და მოხალისეთა) კოორდინირებულ მუშაობას;
** პასუხისმგებელია პროექტის ინვენტარზე, რომელიც ერიცხება;
** პასუხიმგებელია სისუფთავისა და დისციპლინის დაცვაზე;
** მოვალეა უზრუნველყოს პროექტის განხორციელება გენდერული ბალანსის და მონაწილეობრივი გზის გათვალისწინებით;
** პროექტის განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს კარიტასის ძირითადი პრინციპებითა და ფასეულობებით;
** უზრუნველყოს პროექტის ბენეფიციართა აღრიცხვა;
** სხვა პერსონალის მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღოს ბენეფიციართან ინდივიდუალური მუშაობის გეგმის შედგენაში;
** პერსონალთან ერთად მოახდინოს ცენტრის ყოველდღიური აქტივობების დაგეგმვა და ჩატარება.
ადამიანური რესურსების მართვა:
** უზრუნველყოს პროექტის პერსონალის მართვა, მონიტორინგი და კოორდინირება.
** მონაწილეობა მიიღოს თანამშრომელთა შეფასებაში;
სხვა:
** დაამყაროს კონტაქტი მსგავსი საქმიანობით დაკავებულ ორგანიზაციებთან და იყოს საქმის კურსში სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ცვლილებებთან;
** ცენტრის აქტივობების განსახორციელებლად და ბენეფიციარების მხარდასაჭერად მუდმივად ეძებდეს სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ახალ წყაროებს და კონტაქტებს;
** მუდმივად განავითაროს თავისი ცოდნა გერონტოლოგიის მიმართულებით;
** საჭიროების შემთხვევაში მხარი დაუჭიროს ბენეფიციარს სოციალური ან სხვა შესაბამისი პრობლემების გადაჭრაში და ითანამშრომლოს კარიტასის სხვა პროექტებთან;
** საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ხელმძღვანელობის სხვა დავალებებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელი:
** დიპლომი ბიზნესის ადმინისტრირებაში (მენეჯმენტის სპეციალობა)
** მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
სასურველი:
** ზრდასრული პირების დღის ცენტრში მუშაობის გამოცდილება
** მოწყვლად ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება
უნარები:
აუცილებელი:
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
** წერითი და ანალიტიკური უნარები
** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა.
პიროვნული მახასიათებლები:
აუცილებელი:
** კომუნიკაციის კარგი უნარები, თბილი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ნებისმიერი ბენეფიციარის მიმართ
** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
** მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
** წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
** ცენტრის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი
** მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი
** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა
** მიმღებლობა ნებისმიერი კატეგორიის ბენეფიციართან მუშაობისას
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: lia.chiladze@caritas.ge და გთხოვთ დანიშნულებაში (წერილის თემაში) მიუთითოთ: "კოორდინატორის ვაკანსია".
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.
ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:
განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 06.04.2021
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 25.04.2021
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.caritas.ge | https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial