კომპანია "ფუდსერვისი" დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ადგილობრივი კვების პროდუქტების შესყიდვა, დისტრიბუცია "ფუდსერვისი" ლოჯისტიკის და დისტრიბუციის სფეროში ქართული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად გვევლინება.
ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქცია.
კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ხილ-ბოსტნის კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 500 ლარი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** ხილ-ბოსტნის განთავსება სექციაში და მისი მუდმივი შევსება.
** განთავსებული პროდუქციის ხარისხის, ვადიანობის და სისუფთავის კონტროლი
** მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა
** ფასმაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება