www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 15 მაისი

კურორტი საირმე აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: კურორტი საირმე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობის მარაგების კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული საქონლის რაოდენობის ამოწურვის ან/და ამოწურვის მოახლოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ლოჯისტიკის მენეჯერისთვის;
** შემსყიდველის მიერ მოტანილი საქონლის რაოდენობის, წონისა და ხარისხის გადამოწმება საწყობის ოპერატორთან თანამშრომლობით; მოტანილი საქონლის დასაწყობება და შენახვა ისე, როგორც ამ საქონლის შესანახი პირობები მოითხოვს;
** ნედლეულის ვადების კონტროლი. ვადის ამოწურვის მოახლოების შეთხვევაში ინფორმაციის მიწოდება ლოჯისტიკის მენეჯერისთვის.
** საქონლის გაცემა საწყობიდან, რომელიც უკვე გაფორმებულია საწყობის ოპერატორის მიერ სასაწყობე პროგრამაში ფორმირებული მოძრაობის დოკუმენტით.
** პერიოდულად გადამოწმება სასაწყობე ფაქტიური ნაშთების, მათი შედარება სასაწყობე პროგრამების ნაშთებთან საწყობის ოპერატორის დახმარებით.
** თვის ბოლოს ყველა საწყობისა და ობიექტის აღწერა საწყობის ოპერატორის დახმარებით შედარება სასაწყობე პროგრამის მაჩვენებლებთან. უზუსტობის შემთხვევაში მიზეზების დადგენა.
** პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობისა და კონტეინერ-მაცივრის ტერიტორიაზე;
** ყველა მოძრაობის დროული და ზუსტი ასახვა სასაწყობე პროგრამაში.
** მოძრაობის დამადასტურებელი დოკუმენტის ბეჭდვა და მათში ჩამოთვლილი პირების მიერ დოკუმენტზე გაცნობისა და ხელის მოწერის კონტროლი.
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინვენტარიზაციის ჩატარების დაგეგმვისა და პროცესის კონტროლის გამოცდილება;
** სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - ოპერაციული სისტემები: Microsoft Office - კარგი; Microsoft Excel - ძალიან კარგი;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: Hr@sairmeresort.ge

შ.პ.ს. "კურორტი საირმე" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |