www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: აკვალაინი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 15 მაისი

"აკვალაინი" წამყვანი კომპანიაა საცურაო აუზებისა და სპა ზონების საპროექტო/სამშენელო სფეროში, რომელიც 2006 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სირთულის პროექტებს როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივ სექტორში.

ჩვენი გუნდი ეძებს ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი.
ანაზღაურება: 500 ლარი + 250 ლარი ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:00-18:00

მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება;
** მომხმარებლის მომსახურება; საჭიროების შემთხვევაში ინვოისების მომზადება;
** ბუღალტრის მიერ მიცემული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამა "FMG soft"-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი;
** შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
** შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ენერგიული და კომუნიკაბელური;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@aqualine.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |