www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაკვეთების კოორდინატორი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 14 მაისი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს მიღებას დაკვეთების კოორდინატორის პოზიციაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოო მომსახურებისთვის შემოსული პროდუქციის მიღება/აზომვა/განთავსება
** საწარმოო მომსახურებისთვის შემოსული პროდუქციის
** დასამუშავებელი პროდუქციის ხარისხის კონტროლი (ვიზუალური დათვალიერება) და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება
** იდენტიფიცირება/ნომენკლატურების მინიჭება
** კომპრესორის მუშაობის კონტროლი
** დაკვეთების დამუშავების ვადების მონიტორინგი
** პროდუქციის შეფუთვა შესაღებად, შეღებვის პროცესში მონაწილეობის მიღება
** სამუშაო პროცესში გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ხელმძღვანელის დროული ინფორმირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - საშუალო ან პროფესიული
** სამუშაო გამოცდილება რელევანტურ პოზიციაზე - 1 წელი

პიროვნული თვისებები:

** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა
** თავაზიანობა, დელიკატურობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე(CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge და გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება- "დაკვეთების კოორდინატორი".

კომპანია ელთიბი-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |