www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: კოფისტა
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 15 მაისი

Coffee Shop-ების ქსელი "კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას სუ შეფის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. თბილისი
გრაფიკი: სრული
დასვენება: კვირაში 2 დღე

მოთხოვნები:

** სუ შეფად მუშაობის გამოცდილება 2 წელი;
** ქართულ/ევროპულ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება;
** ბრანჩზე მუშაობის გამოცდილება;
** უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების დაცვა;
** კომპანიაში არსებული შიდაგანაწესის ნორმების ზედმიწევნით დაცვა.

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
** ახალი თანამშრომლების დატრენინგება და მონიტორინგი;
** მარაგების კონტროლი;
** სამზარეულოში დღის განმავლობაში დახლების შევსება ცივი და ცხელი კერძებით;
** შეკვეთების მიღება და დროულად მომზადება;
** მომდევნო დღის მარაგების დასაწყობება;
** ახალ მენიუზე მუდმივი ზრუნვა/რეცეპტებზე მუშაობა;
** ჰიგიენის მაღალი დონის უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** გუნდის მართვის უნარი;
** რთულ სიტუაციაში გამოსავლის სწრაფად პოვნის უნარი;
** ენერგიული;
** პოზიტიური;
** პუნქტუალური;
** გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |