www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო სტამბა
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 14 მაისი

სასტუმრო "სტამბა" აცხადებს ვაკანსიას მრეცხავის პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა: იზრუნოს სამზარეულოში სისუფთავის შენარჩუნებაზე, მოაწესრიგოს სამზარეულოს ყველა ინვენტარი და შეასრულოს პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობები.

ძირითადი მოვალეობები:

** გარეცხოს სამზარეულოს ყველა ინვენტარი (ტაფა, თეფში, ჭიქა, ფინჯანი და სხვა.) დეტალებზე ყურადღების გამახვილებით;
** დაიცვას ინსტრუქციები (სანაგვე ყუთის დაცლა, ჭიქების რეცხვა და ა.შ.), რათა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის მზადყოფნა მომავალი მომსახურებისათვის;
** ფლობდეს ინფორმაციას ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ;
** სწორად გამოიყენოს სარეცხი მოწყობილობები;
** უზრუნველყოს მუშაობისთვის სარეცხი საშუალების საჭირო რაოდენობის კონტროლი;
** დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამრეცხაოს ზედამხედველს ნებისმიერი გაუგებრობისა და პრობლემის შესახებ;
** დაიცვას და უზრუნველყოს სისუფთავე სამუშაო ადგილას;
** უზრუნველყოს ყველა მასალის კარგ მდგომარეობაში შენახვა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართულად საუბარი ქართულ ენაზე;
** ფიზიკური გამძლეობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 14 მაისამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@stambahotel.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |