www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანალიტიკოსი - სწავლება/სტაჟირება
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 14 მაისი

შპს "ბორან ლაითი" გთავაზობთ განათებისა და სხვადასხვა სამშენებლო ინსტრუმენტების იმპორტიორ, ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიაში 2 თვიან სწავლება/ სტაჟირების შესაძლებლობას ანალიტიკოსის პოზიციაზე, შესყიდვების/ფინანსების/მარაგების მართვის განყოფილებაში, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით.

არჩეული კანდიდატები გადანაწილდებიან მიმდინარე პერიოდში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე შესაბამის განყოფილებაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მათემატიკის მაღალ დონეზე ფლობა
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
** MS Office პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დროის მენეჯმენტი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** რამდენიმე საქმის კოორდინირებულად შესრულების უნარი.
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა/დამუშავება
** სხვადასხვა სახის ანალიტიკური რეპორტის მომზადება ხელმძღვანელის მოთხოვნებიდან გამომდინარე;
** ფინანსური ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება და ერთიან ფორმატში მოყვანა;
** პერიოდული ფინანსური უწყისების შედგენა,
** სხვა საჭირო დავალებების შესრულება, უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

პირობები:

** ჩვენ გთავაზობთ კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერულ ზრდის შესაძლებლობას და მზარდ შრომით ანაზღაურებას.
** მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. #44
** ანაზღაურება:
** სწავლება/სტაჟირების პერიოდში - პირველი თვე 500ლ, მეორე თვე 600ლ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@borun.ge პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |