www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 15 მაისი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს ფონიჭალის ფილიალისთვის.

ჩვენი უპირატესობებია:

** ერთადერთი მაღაზიათა ქსელი, სადაც დარბაზის დანაკლისები არ ექვითებათ თანამშრომლებს;
** ყველაზე ხანმოკლე სტაჟირება, რომელიც ანაზღაურდება პირველივე დღიდან;
** მხოლოდ ჩვენს მაღაზიებში აწონილი და დაფასოებული პროდუქცია (გარდა ხილ-ბოსტნეულის);
** დაწინაურების ყველაზე მარტივი და სწრაფი შესაძლებლობა;
** საბონუსე და მზარდი კომპენსაციის სისტემები;
** აღიარების და წახალისების პროგრამები;
** მოქნილი გრაფიკი;
** ყველაზე მეგობრული და შეკრული გუნდი.

1. მაღაზიის მენეჯერი

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
** სავაჭრო პროცესების მართვა - დადგენილი სასაქონლო პლანოგრამების მიხედვით, საქონლის განლაგების დაცვის, საქონლის თაროებზე შევსებისა და ვადების კონტროლის უზრუნველყოფა;
** სააღრიცხვო პროცესების მართვა - სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი, აღწერის პროცესის მართვა;
** მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთების მიხედვით;
** მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი და უზრუნველყოფა.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე საცალო-სავაჭრო სფეროში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

2. მაღაზიის ადმინისტრატორი

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული ცვლის პერსონალის მართვა;
** სავაჭრო და სააღრიცხვო პროცესების მართვა დაქვემდებარებულ ცვლაში;
** მაღაზიაში შემოსული პროდუქციის მიღება, მითვლა და დასაწყობება;
** მაღაზიაში პროდუქციის ნაშთის და ვადების კონტროლი;
** მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გუნდის მართვის გამოცდილება.

3. მოლარე-კონსულტანტი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება;
** სალაროს ოპერაციების წარმოება;
** პროდუქციის მიღება, განლაგება;
** თაროების მოწესრიგების და სისუფთავის უზრუნველყოფა.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ:

შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://career.orinabiji.ge/

გამოგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე HR1@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი

დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 595 122 079

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |