www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტროობის ინჟინერ-პროექტანტი
მომწოდებელი: Domson`s Engineering & Construction
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 14 მაისი

"Domson`s Engineering & Construction" არის წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებას, საინსტალაციო სამუშაოებს და შემდგომ მომსახურებას. კომპანიის მუდმივმა ინვესტიციამ თანამშრომლების განვითარებაში შექმნა გარემო, სადაც ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს თავისი პოტენციალის მაქსიმუმი, საკუთარი და საერთო წარმატებისთვის.

Domson`s Engineering & Construction აცხადებს ვაკანსიას ელექტროობის ინჟინერ-პროექტანტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ელექტრო-საინჟინრო სისტემების პროექტირება;
** ელექტრო-საინჟინრო პროექტის მომზადება 1000 ვოლტამდე;
** სქემატური პროექტის მომზადება;
** პროექტირებისთვის საჭირო ყველა ინფორმაციის შეგროვება, ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე რეკომენდაციების გაცემა ტექნიკური დავალების შესადგენად;
** მიღებული ტექნიკური დავალების მიხედვით სქემატური ნახაზების მომზადება;
** დეტალური პროექტის მომზადება;
** საპროექტო შენობა-ნაგებობის განათების შიდა/გარე ქსელის გეგმარება;
** საპროექტო შენობა-ნაგებობის ძალოვანი შიდა/გარე ქსელის გეგმარება;
** საპროექტო შენობა-ნაგებობის ელექტრო ფარების სქემების მომზადება;
** საპროექტო შენობა-ნაგებობის სარეზერვო კვების, გენერატორის გეგმარებითი სამონტაჟო ნახაზების მომზადება;
** საპროექტო შენობა-ნაგებობის დამიწებისა და მეხამრიდის გეგმარებითი სამონტაჟო ნახაზების მომზადება;
** საპროექტო შენობა-ნაგებობის სრული და მოთხოვნილი სიმძლავრის ანგარიშების მომზადება;
** საპროექტო შენობა-ნაგებობის სტრუქტურული სქემის მომზადება (მთავარი მკვებავი ხაზის, ობიექტის მთავარი ელ. ფარის, შიდა სამოედნო ელ. ქსელების და შენობა‐ნაგებობების სადისტრიბუციო ფარების შეერთების სქემა);
** საპროექტო შენობა-ნაგებობის ელექტრული ნაწილის, განმართებითი ბარათის მომზადება;
** ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** აუცილებელია AutoCAD-ში მუშაობის გამოცდილება.
** კონკრეტული დიზაინერული ამოცანების დამოუკიდებლად შემუშავების გამოცდილება;
** საქართველოში არსებული სამშენებლო მოთხოვნების, ნორმების და რეგულაციების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;

პროფესიული უნარები:

** ორგანიზებული;
** ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარ-ჩვევები;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

სამუშაოს გრაფიკი:

** განაკვეთი: სრული სამუშაო დღე
** კვირაში 5 დღე. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00, შესვენება: 13:00-14:00

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@domsons.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |