www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კიბერ მარკეტინგი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 14 მაისი

კომპანია "კიბერ მარკეტინგი" (WWW.SENDER.GE) აცხადებს ვაკანსიას უფროსი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"კიბერ მარკეტინგი" არის ავტორიზირებული SMS ოპერატორი კომუნიკაციების კომისიის მიერ, მისი საქმიანობის სფეროა როგორც სარეკლამო სმსების გაგზავნა პარტნიორი კომპანიების ბაზებზე, ასევე თავის მფლობელობაში არსებულ ბაზებზე. კომპანიის (API) სერვისს იყენებს არაერთი ელ.კომერციის საიტი და უამრავი სხვა კომპანია რომელიც ახდენს თავის მომხმარებლებზე ავტომატური საინფორმაციო SMS-ების ინტენსიურ მიწოდებას.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების რეალიზაციის ზრდა.
** გაყიდვების მონიტორინგი და მართვა.
** გეგმების შესრულების კონტროლი.
** პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან მოლაპარაკება და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
** პოტენციური ახალი მომხმარებლების მოძიება ან ახალი არხების მოძიება
** ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება გაყიდვების ანალიზი.
** გუნდის ლიდერობა და პროცესების გადანაწილება თანამშრომლებზე.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
** გეგმებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა.
** უპირატესად ჩაითვლება მარკეტინგული განათლება და გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** აქტიური;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** პრეზენტაბელურობა;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** შედეგზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** გაყიდვების გუნდის მართვა და კონტროლი.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 11:00-18:00.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი + ბონუსი შესრულებული გეგმების მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: bughadze@sender.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |