www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სარეზერვო სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ენგადი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 14 მაისი

სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" (ნაბეღლავის, ბახმაროს, მარნეულის სასურსათო ქარხნის, რაუხისა და სხვა პროდუქტების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას სარეზერვო სავაჭრო წარმომადგენლის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი

ძირითადი მოვალეობები:

** საჭიროების შემთხვევაში კომპანიაში არსებული სავაჭრო წარმომადგენლების ჩანაცვლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება
სავაჭრო ობიექტებისაგან შეკვეთების აღება და მათი სისტემაში ასახვა;
** კლიენტებთან ვიზიტების განხორციელება სხვადასხვა მიზნით, როგორიცაა მარაგების, ვადების, ფასდებულებისა და პლანოგრამის კონტროლი;
** კლიენტებისთვის საქონლის მიწოდების პროცესის მონიტორინგი, სასაქონლო წყვეტის პრევენციის ან/და აღმოფხვრის მიზნით;
** გაყიდვიდან მიღებული თანხის ჩაბარება და კომპანიის ანგარიშზე შეტანა;
** ვალების კონტროლი და შემცირების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა;
** MS office.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** კარგი კომუნიკაციური უნარები: გამართული მეტყველება, აქტიური მოსმენა, დამარწმუნებელი კომუნიკაცია, მოლაპარაკების უნარი;
** პრობლემის შეფასებისა და გადაჭრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 14 მაისი, 2021 წ.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: HR@bakhmaro.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება და ადგილმდებარეობა, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |