www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის POS მასალებისა და პროცესების კოორდინატორი
მომწოდებელი: აი დი ეს ბორჯომი თბილისი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 14 მაისი

სადისტრიბუციო კომპანია შპს "აიდიეს ბორჯომი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის POS მასალებისა და პროცესების კოორდინატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქინძმარაულის #5; ქ. თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობის პროცესების ანალიზი, ეფექტურობის დათვლა და წარმოდგენა
** არსებული სასაწყობე პროცესების გაუმჯობესება/შეცვლა
** ახალი პროცესების შემუშავება, დანერგვა და მათი შესრულების კონტროლი
** სხვადასხვა აღრიცხვიანობის შემუშავება და დანერგვა
** სარეკლამო მასალებისა და ინვენტარის საწყობის ზედამხედველობა (მიღება/გაცემა/დასაწყობება/ინვენტარიზაცია)
** კომპანიის ბალანსზე არსებული მაცივრების ნაშთების და ლოკაციების კონტროლი (საწყობების მიხედვით)/(მიღება/გაცემა/დასაწყობება/ინვენტარიზაცია)
** უკან დაბრუნებული პროდუქციის მიღების პროცედურის მართვა

მოთხოვნები:

** ERP სისტემაში მუშაობის გამოცილება;
** ექსელის და აუთლუქის ცოდნა
** საწყობში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სასაწყობე პროცესების სიღრმისეული ცოდნა
** სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირება
** კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნონ 30 აპრილის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე tbs.work@ids-borjomi.com, სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |