www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: Award
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 11 მაისი

"AWARD ჰოლდინგი" წარმოადგენს სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტის მქონე კომპანიათა გაერთიანებას, მაგრამ უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება სამშენებლო მიმართულებას. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის შემდეგი კომპანიები: შპს "AWARD", "ევორდ დრილინგი", "ევორდ ფექტორი", "ევორდ ტრანსპორტი" და "სამშენებლო კომპანია მამისონი".

"ევორდ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა: 1
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

მოვალეობები:

** საწყობის მიმდინარე პროცესების, მანქანა-დანადგარებისა და მცირე მექანიზაციების მართვა და კონტროლი როგორც საწარმოო ბაზაზე, ასევე სამშენებლო ობიექტებზე და ცენტრალურ საწყობში;
** კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო და დროული კოორდინაცია;
** ობიექტებზე არსებული საწყობის ხელმძღვანელების მუდმივი კონტროლი;
** კომპანიის სასაწყობე რესურსების (მანქანა-დანადგარები, მცირე მექანიზაციების, ხელსაწყოები და ა.შ) გამართულობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** საწყობიდან ობიექტზე გაშვებული და ობიექტიდან საწყობში დაბრუნებული მასალების, ინვენტარის, მანქანა-დანადგარებისა და მცირე მექანიზმების აღრიცხვა და კონტროლი;
** საწყობში პროდუქციის სტელაჟებზე სწორად გადანაწილება/განლაგების კონტროლი;
** ინვენტარიზაციის ჩატარების დაგეგმარება და პროცესის კონტროლი;
** სამსახურის მიერ საანგარიშო თვის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის შესახებ რეპორტის წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;
** სასაქონლე მარაგებთან დაკავშირებული ყოველკვირეული რეპორტების მომზადება, ხელმძღვანელობასთან.

აუცილებელი პროფესიული მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
** ინვენტარიზაციის ჩატარების დაგეგმვისა და პროცესის კონტროლის გამოცდილება;
** 1 C და ექსელის პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები: Microsoft Office - კარგი; Microsoft Excel - ძალიან კარგი; 1C - ძალიან კარგი.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
** ინოვაციური მიდგომები პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით.

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@award.ge.

შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 05/11/2021.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |