www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პურის საწარმოს დირექტორი
მომწოდებელი: სანდომი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 15 მაისი

შპს "ვასაძის პური" აცხადებს ვაკანსიას ოზურგეთის პურის საწარმოს დირექტორის პოზიციაზე.

ობიექტი მდებარეობს ქალაქ ოზურგეთში, რომელიც მოიცავს სამ სართულს:

** საფირმო მაღაზია.
** პურის საცხობი წარმოება.
** საკონდიტრო წარმოება.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის და გამოცდილების გათვალისწინებით.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების რეალიზაციის ზრდა.
** გაყიდვების მონიტორინგი და დისტრიბუციის მართვა.
** საწარმოო პროცესების კონტროლი, ახალი პროდუქციის შექმნისა და ასორტიმენტის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა
** კომპანიის მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა
** გუნდის ეფექტური მართვა

ძირითადი მოთხოვნები:

** პრეტენდენტი უნდა იყოს ადგილობრივი მაცხოვრებელი.
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** საწარმოო პროცესების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
** ფინანსების მართვის და ანალიტიკის ცოდნა
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების იდენტიფიცირებისა და მათი სწორად გადანაწილების უნარი;
** გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** სიახლეებსა და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე ელ. მისამართზე: sandomi.hr@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |