www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტურ-ოპერატორი
მომწოდებელი: Ok Travel
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 15 მაისი

ტურისტული სააგენტო "OK Travel" აცხადებს ვაკანსიას ტურ-ოპერატორის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** ტურ-პაკეტების შექმნა, გაყიდვა, ტურის მომზადება, დაგეგმვა და ორგანიზება;
** სერვის მომწოდებლების შერჩევა, მომწოდებლებთან ურთიერთობის დამყარება, ფასის შეთანხმება, კონტრაქტის გაფორმება, მათგან მომსახურების პაკეტის სრულყოფილი აღწერილობის მიღება.
** ტურისტული პროდუქტის შექმნა მსოფლიოს ქვეყნების მიმართულებით და მათი რეალიზება
** online დაჯავშნის სისტემებში მუშაობა
** ავიაბილეთების სისტემაში მუშაობა
** სასტუმროების დაჯავშნის სისტემაში მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული უმაღლესი განათლება (სასურველია) ტურიზმის განხრით;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

უნარები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

გამოსაცდელი ვადა: 1 თვე.
ანაზღაურება: ინდივიდუალურად შეთანხმებით, გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გადმოგზავნეთ ელ. ფოსტაზე: info@oktravel.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |