www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგიონული მენეჯერი
მომწოდებელი: თბილისი მედიკ
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

კომპანია "თბილისი მედიკ" აცხადებს ვაკანსიას აჭარის რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

თბილისი მედიკ მე-11 წელია ახორციელებს სამედიცინო მასალების იმპორტს და რეალიზაციას. ასევე აპარატურის მონტაჟს და მათ შემდგომ მომსახურებას.

ძირითადი მოვალეობები:

** რეგიონის მასშტაბით გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა;
** კომპანიისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა;
** რეგიონის გუნდის მართვა;
** რეგიონში საცალო ქსელის განვითარება და მისი გაყიდვების მხარდაჭერა;
** რეგიონში არსებული მდგომარეობის ოპერატიული ანალიზი და რეპორტინგი;
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში მინიმუმ 3 წელი;
** სამუშაო გამოცდილება შემდეგი სფეროებიდან: დისტრიბუცია, B2B, B2C
** სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციების წარმართვის გამოცდილება;
** აუცილებელია გუნდისა და გაყიდვების გეგმის შესრულების მართვის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის განკარგვის ეფექტურობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 - 18:00 სთ
შრომითი ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსები 1%-მდე
ტრანსპორტირების ხარჯები + ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@tbilisimedic.ge 2021 წლის 9 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |