www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგრანტო კონკურსი - საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელშეწყობა
მომწოდებელი: ევროპის ფონდი
თანდართული ფაილი: 98629_epfound_rfp_watchdog_7628545.zip
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / განცხადების ვადა: 17 მაისი

"ევროპის ფონდი" აგრძელებს სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ძალისხმევის მხარდაჭერას, საქართველოში ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და საჭიროებაზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობისათვის. ამ მიზნით, ფონდი იწვევს საპროექტო განაცხადებს, რომელთა მიზანია სისტემური კორუფციის შემთხვევების მხილება და ცუდი მმართველობის პრაქტიკის გამოვლენა ფაქტების დადგენის, მათი გამოქვეყნების და ადვოკატირების მეშვეობით, რაც რეალურ ცვლილებებს შეუწყობს ხელს და მოქალაქეთა ცხოვრებას გააუმჯობესებს. საგრანტო სქემის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები უნდა ითვალისწინებდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა (სსო) და მედიას შორის პარტნიორობას. აღნიშნული პარტნიორობა მოიაზრებს მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების ჟურნალისტურ გამოძიებას და გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების კამპანიების წარმართვას.

"ევროპის ფონდი" აცხადებს საგრანტო კონკურსს: საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელშეწყობა პოზიტიური ცვლილებებისათვის

იხილეთ დანართი ქართულ და ინგლისურ ენებზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |