www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პირადი ექიმის ასისტენტი
მომწოდებელი: გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 19 მაისი

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" არის წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის Global Benefits Group (GBG) ექსკლუზიური რეგიონული წარმომადგენელი საქართველოში 2017 წლიდან. "Global Benefits Group" ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფია. 37-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია გლობალურ ბაზარზე ოპერირებს, მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობითი ოფისები და ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პირადი ექიმის ასისტენტის თანამდებობაზე.

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს პირადი ექიმის დახმარება ადმინისტრაციულ საკითხებსა და პაციენტის მომსახურების მიმართულებით;
** ჩაწერილი და ჩაუწერელი დაზღვეულების რიგის მართვა;
** პირადი ექიმის მიერ მოთხოვნილი საჭირო დოკუმენტაციის მოძიება, შეკრება და მიწოდება;
** პირადი ექიმის მითითებით დაზღვეულისთვის მედიკამენტების (მათ შორის, სპეციალისტის მიერ დანიშნულის) გადატანა საგარანტიო ფურცელზე;
** პირადი ექიმის მიერ ინსტრუმენტული-ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის და ვიწრო სპეციალისტის კონსულტაციაზე გაცემული მიმართვების გამოწერა;
** პირადი ექიმისთვის სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების მოძიება;
** პაციენტის ისტორიისა და კურსუსის უშეცდომო შევსება პირადი ექიმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;
** პირადი ექიმის მითითებით ბიულეტინის გახსნა;
** პირადი ექიმის მითითებით პაციენტებთან დაკავშირება დაავადებაზე მეთვალყურეობის მიზნით;
** უკმაყოფილო პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება პრეტენზიის დაფიქსირების პროცედურის შესახებ;
** პირადი ექიმის მხარდაჭერის უზრუნველყოფა ყველა სახის ტექნიკურ საკითხებში (ქსეროქსი, სკანერი, მოთხოვნის შექმნა და მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის საჭირო ინვენტარის შესყიდვის მიზნით, IT სამსახურთან კომუნიკაცია, პაციენტთან სატელეფონო კომუნიკაცია და სხვა.).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მედიცინის მიმართულებით
** დაზღვევის საფუძვლების ცოდნა (განსაკუთრებით ჯანმრთელობის მიმართულებით)
** MS Office-ის პროგრამები მომხმარებლის დონეზე (Word; Excel)
** სერვისის სტანდარტების ცოდნა

პიროვნული უნარები:

** კეთილგანწყობა და თავაზიანობა
** მოწესრიგებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი
** გამართულად მეტყველების უნარი

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |