www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აზიური კერძების მზარეული, დიასახლისი
მომწოდებელი: Wok n` Roll
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 19 მაისი

აზიური სამზარეულო "Wok n` Roll" აცხადებს ვაკანსიებს აზიური კერძების მზარეულის და დიასახლისის თანამდებობებზე.

მდებარეობა: თბილისი.

აზიური კერძების მზარეულის ძირითადი ფუნქციები:

** დადგენილი რეცეპტებით კერძების მომზადება;
** ნედლეულის ხარისხის კონტროლი;
** ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების, მზა პროდუქტის შენახვის ვადებისა და პირობების დაცვა (ტემპერატურული კონტროლი);
** ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების, მზა პროდუქტის თავდახურული, მარკირებით და ჰიგიენურ მდგომარეობაში შენახვა.

აზიური კერძების მზარეულის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კვების ობიექტში მზარეულად მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია აზიური სამზარეულოს ცოდნა.
** სუშიზე ან ვოკზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

პიროვნული უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ყურადღებიანი;

სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული, 8 სთ.
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hrwoknroll@gmail.com და დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |