www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი აუდიტორი
მომწოდებელი: Moore Abc
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 15 მაისი

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია - "Moore Abc", რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას უფროსი აუდიტორის თანამდებობაზე.

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited" წარმოდგენილია 112 ქვეყანაში, 600-ზე მეტი ოფისით და 30 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 3.06 მილიარდ აშშ დოლარს (www.moore-global.com).

ძირითადი მოვალეობები:

** აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩატარება;
** სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მივლინებებში გამგზავრება;
** ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
** აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
** პროფესიული ეთიკისა დაცვა;
** აუდიტის ჯგუფის უმცროსი წევრებისათვის დავალებების დელეგირება და შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა, კონსულტირება და ინსტრუქტაჟი, მათი დახმარება სამუშაოს მიზნების, არსისა და დოკუმენტების გარკვევაში;
** კომპანიის რისკების და კონტროლების შესწავლა და ანალიზი;
** აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
** აუდიტის პროექტის ფარგლებში საჭირო აუდიტორული დოკუმენტაციის მომზადება/ანალიზი;
** აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა;
** ფირმის პოლიტიკისა და პროფესიული სტანდარტების შესაბამისად მოქმედება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმართულებით;
** ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
** ACCA-ის პირველი დონის სერტიფიკატი.

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** ინტერესი აუდიტის/ბუღალტერიის/ფინანსების სფეროში;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@moore.ge 2021 წლის 15 მაისამდე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება - "უფროსი აუდიტორი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |