www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომერციული მენეჯერი
მომწოდებელი: Numus
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 19 მაისი

"ნუმუს" აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური პარტნიორი კომპანიების ბაზების ორგანიზება და მათი საკონტაქტო ინფორმაციების მოძიება;
** ამ კომპანიებთან კომუნიკაციის დამყარება და შეხვედრების ორგანიზება;
** კომპანიებთან საპარტნიორო ხელშეკრულების მომზადება/გაფორმება და მათთან სრულყოფილი თანამშრომლობისთვის საჭირო ყველა პროცესის კურირება;
** პოტენციური კორპორაციული კლიენტების ბაზების მუდმივი განახლება;
** რეპორტინგის წარმოება დაგეგმილ და შესრულებულ სამუშაოებზე;
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და მის დახვეწის გზებზე პერმანენტული ზრუნვა;
** პარტნიორი კომპანიების კმაყოფილებასა და მათთვის შეთავაზებული მომსახურების დროულ მიწოდებაზე ზრუნვა;
** არსებული კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საცალო ან კორპორატიული გაყიდვების ან მომსახურების განხრით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული/საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა, სისხარტე და ენერგიულობა;
** პრეზენტაბელურობა;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
** დაგეგმვა და ორგანიზება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და პრინციპულობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.
** დროის ეფექტური მართვა.

სამუშაო პირობები:

სრული სამუშაო განრიგი; 10:00 - დან 18:00 საათამდე.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@numus.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "კომერციული მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ანაზღაურება განისაზღვრება: კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |