www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: My.ge
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 19 მაისი

კომპანია My.ge ქართულ ინტერნეტ ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ქვებრენდებით: myauto.ge; mymarket.ge; myhome.ge; myparts.ge, myjobs.ge, myshop.ge; myads.ge; mysports.ge გეძებს შენ მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტს.

გიყვართ ხალხთან ურთიერთობა? თვლით, რომ ვერბალური კომუნიკაციის პროფესიონალი ხართ? ადვილად შეგიძლიათ დაეხმაროთ მომხარებელს პრობლემის გადაწყვეტაში? მაშინ მოდი MY.GE-ში და ერთად შევუქმნათ კომფორტული გარემო ჩვენს ერთგულ მომხმარებელს.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
სამუშაო დრო: 10:00 საათიდან 19:00 საათამდე;
სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 8 საათი + 1 საათი დასვენება;
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2 დღე) + 6 დასვენების დღე წელიწადში.

ფუნქციები და მოვალეობები:

** მომხმარებლისგან მიღებული შეკვეთის დამუშავება და პროცესის დაგეგმვა ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით;
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია მომხმარებლის მიერ შესყიდულ ნივთთან დაკავშირებით და შესაბამისი მოთხოვნის ფორმის გაგზავნა;
** კურიერთან კომუნიკაცია - სრული ინფორმაციის მიწოდება და შესასრულებელი შეკვეთების პროცესის დაგეგმვა;
** პრობლემის შემთხვევაში გუნდთან ერთად გადაჭრის გზების მოძიებაში ჩართულობა და მუდმივი კომუნიკაცია;
** მომხმარებელისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა, მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის გუნდთან/პასუხისმგებელ პირთან გადასამისამართება;
** გამავალი ზარის განხორციელება მომხმარებლისგან უკუკავშირის მისაღებად და შესაბამის ბაზაში ასახვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე 6 თვიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** მონაცემთა დამუშავებისა და შეყვანის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვა;
** პრობლემებზე სწრაფი რეაგირება და მათი გადაჭრის გზების დასახვის უნარი.

ბენეფიტები, რომელსაც კომპანია სთავაზობს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** საპენსიო დანაზოგის 4%;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: hr@my.ge და გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |