www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამის ოპერატორი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 15 მაისი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას პროგრამის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

მოვალეობები:

უზრუნველყოს:

** სასაწყობე და საწარმოო ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა/კონტროლი;
** საქონლის საწყობში მიღებისას, ინფორმაციის პროგრამაში ასახვა და ინფორმაციის საწყობის პერსონალთან გაცვლა;
** ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და მომზადება;
** ტვირთების მოძრაობის კონტროლი (პროგრამულად პროდუქციის მიღება-გაცემის დასტური);
** რეალიზაციის პირველადი დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადები) შედგენა;
** საწყობში შემოსული პროგრამული შეკვეთების საწყობისთვის დროულად მიწოდება;
** წუნდებული პროდუქციის მართვა (დოკუმენტაციის შედგენა);
** მოთხოვნის საფუძველზე, უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით, საჭირო ინფორმაციის გადაცემა სხვა სტრუქტურული ერთეულისთვის: მიმდინარე ნაშთები ინვენტარიზაციისთვის, საწყობში ტვირთების შემოსვლის მოსალოდნელი პერიოდები, რაოდენობები და ა.შ.
** ზეგანაკვეთური ანაზღაურების აღრიცხვა-წარმოება (ინფორმაციის სათანადო წესით აღრიცხვა);
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსების მიმართულებით სასურველია;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) კარგად ცოდნა;
** სასურველია რომელიმე ბუღალტრული პროგრამის ცოდნა;
** RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** პედანტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა.

ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, შეთანხმებით.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 15 მაისი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@nova.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "პროგრამის ოპერატორი".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |