www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / განცხადების ვადა: 19 მაისი

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ის ტერიტორიაზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ და კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტში სავაჭრო წარმომადგენელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება;
** სავაჭრო ობიექტებისაგან შეკვეთების აღება და მათი სისტემაში ასახვა;
** კლიენტებთან ვიზიტების განხორციელება სხვადასხვა მიზნით, როგორიცაა მარაგების, ვადების, ფასდებულებისა და პლანოგრამის კონტროლი;
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
** პროდუქტის პრეზენტაცია;
** მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან ურთიერთობა, შეკვეთების დამუშავება;
** კლიენტებისთვის საქონლის მიწოდების პროცესის მონიტორინგი, სასაქონლო წყვეტის პრევენციის ან/და აღმოფხვრის მიზნით;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:

** იგივე ან მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ავტომობილის მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** სამშენებლო მასალების სპეციფიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაციის უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი;
** არითმეტიკული/მათემატიკური უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პრობლემის შეფასებისა და გადაჭრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** შეზღუდულ ვადებში/ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

სხვა მოთხოვნები: საკუთარი ავტომობილი;

პირობები:

** გრაფიკი: სტანდარტული - 5 დღიანი სამუშაო კვირა;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი+ბონუსი;
** საწვავის ხარჯს ანაზღაურებს კომპანია;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო)

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |